რომის პაპმა ამერიკის კოლონიზაციის დროს ეკლესიის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის ბოდიში მოიხადა

ბოლივიაში მყოფმა რომის პაპმა ფრანცისკმა ამერიკის კოლონიზაციის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ ეკლესიის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის ბოდიში მოიხადა. ამის შესახებ რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა ადგილობრივი ინდიელი ტომების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„მე მინდა ბოდიში მოგიხადოთ არა მარტო თავად ეკლესიის აგრესიულ ქმედებაზე, არამედ ზოგადად დანაშაულზე, რაც ჩადენილია ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ ამერიკის კოლონიზაციის პროცესში“, – განაცხადა ფრანცისკმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ლათინოამერიკელმა საეკლესიო ლიდერებმა ამერიკის ძირძველი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვები უკვე აღიარეს. ფრანცისკმა ბოდიში მოუხადა თავისი მშობლიური კონტინენტის წარმომადგენლებს. რომის პაპი არგენტინაში დაიბადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები