ანგელა მერკელი საბერძნეთის ვალის კლასიკურ ჩამოწერას გამორიცხავს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი გამორიცხავს საბერძნეთის ვალის კლასიკური გაგებით ჩამოჭრას, ანუ მისი ნომინალური ფასის ჩამოწერას. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
„2012 წელს ჩვენ საბერძნეთის ვალების პრობლემა ერთხელ უკვე მოვაგვარეთ. მაშინ გავუგრძელეთ ვალების დაფარვის ვადები, ასევე ევროპის ფინანსური სტაბილურობის ფონდისთვის კრედიტების გადახდა 2020 წლისთვის გადავავადეთ. ჩვენ ამ პრობლემასთან საქმე პირველად არ გვაქვს“, – განაცხადა მერკელმა ბოსნიაში ვიზიტის დროს.
„მე უკვე ვთქვი, რომ კლასიკური გაგებით ვალების ჩამოწერის საკითხი დღის წესრიგში არ დგას“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
წინა დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა და აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა ჯეიკობ ლიუმ განაცხადეს, რომ საბერძნეთს ვალები კვლავ ჩამოეჭრება. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სქემით მოხდება ვალების ჩამოჭრა, რომელიც, საერთო ჯამში, 330 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები