ირანსა და „ექვსეულს“ შორის საბოლოო ხელშეკრულების ტექსტი პრაქტიკულად შეთანხმებულია

ირანის ბირთვულ პროგრამაზე თეირანსა და „ექვსეულს“ შორის საბოლოო ხელშეკრულების ტექსტი პრაქტიკულად შეთანხმებულია. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეზე სერგეი რიაბკოვზე დაყრდნობით იუწყება.
რიაბკოვი აცხადებს, რომ შეთანხმება „უახლოეს საათებში“ გაფორმდება. მოლაპარაკება ამჟამად ვენაში მიმდინარეობს. მან 12- წლიანი დავა უნდა დაასრულოს ირანის ბირთვულ პროგარმასთან დაკავშირებით და ამ ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების წინაპირობა გახდეს. სწორად აშშ-ს მიერ ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობდა კონსულტაციები ბოლო თვეების მანძილზე. თეირანი ყველა სანქციის გაუქმებას ითხოვს, ვაშინგტონი კი იარაღზე ემბარგოს შენარჩუნების მომხრეა. იმის გამო, რომ ირანი ბოლო თვეებში გარკვეულ დათმობებზე წავიდა, მის წინააღმდეგ სანქციების ნაწილი უკვე გაუქმდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები