აზერბაიჯანში 23 წლის მამაკაცმა ბანკის ვალის გამო თავი ჩამოიხრჩო (+18)

აზერბაიჯანის ბარდინსკის რაიონის მკვიდრმა 23 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა. Modern.az-ის ინფორმაციით, მამაკაცმა თავი მდინარე ტერტერჩაიზეა გადებულ ხიდზე ჩამოიხრჩო.
სამართალდამცველებმა გარდაცვლილის ვინაობა დაადგინეს. ეს ელშად ვაგიფ ოღლუ დადაშოვია. მას ერთი შვილი დარჩა. გამოძიების ვერსიით, თვითმკვლელობა ბანკის ვალის გამო მოხდა.
აღნიშნულ ფაქტზე პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები