მალაიზია გაეროს უშიშროების საბჭოსგან Boeing 777-ის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით ტრიბუნალის შექმნას მოითხოვს

მალაიზიამ გაეროს უშიშროების საბჭოს მალაიზიური თვითმფრინავის Boeing 777-ის ჩამოვარდნის დეტალების შესასწავლად დამოუკიდებელი ტრიბუნალის შექმნა შესთავაზა. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს -პრესი“ იუწყება.
რეზოლუციის პროექტში Boeing 777-ის აფეთქება კვალიფიცირდება, როგორც „საფრთხე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“. საერთაშორისო სასამართლოს ორგანოების მაგალითებად მოყვანილია რუანდის და ყოფილი იუგოსლავიის საკითხზე საერთაშორისო ტრიბუნალები.
თავდაპირველად ამ ტრიბუნალის შექმნის ინიციტივა ჰოლანდიის ხელისუფლებამ გამოთქვა. შეგახსენებთ, რომ Malaysia Airlines-ის თვითმფრინავი Boeing 777, რომელიც ამსტერდამიდან კუალა – ლუმპურში მიფრინავდა, დონეცკთან ახლოს 2014 წელის 17 ივლისს ჩამოვარდა. ლაინერის ბორტზე მყოფი 298-ვე ადამიანი დაიღუპა. უკრაინის ხელისუფლება „ბოინგის“ აფეთქებაში პრორუს სეპარატისტებს ადანაშაულებს. ისინი კი ამ ბრალდებას უარყოფენ და აცხდებენ, რომ ავიალაინერი უკრაინულმა თვითმფრინავმა ჩამოაგდო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები