სერგეი ლავროვი რუსეთთან დაკავშირებით ეუთოს მიერ მიღებულ რეზოლუციას „პროპაგანდისტულ საკითხს“ უწოდებს

ევროპის უსაფრთხოების და თანაშრომლობის ორგანიზაციის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციას ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი პროპაგანდისტულ ნაბიჯს უწოდებს. ამის შესახებ „კომერსანტი“ იუწყება.

ოთხშაბათს ჰელსინკიში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მონაწილეებმა რეზოლუცია მიიღეს, რომელშიც რუსეთის ქმედება უკრაინაში შეფასებულია, როგორც სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. რეზოლუციაში საუბარია ყირიმზე, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილზე.

„ჩვენი არყოფნის პირობებში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ცდუნებას ვერ გაუძლო და კონკრეტული მუშაობის ნაცვლად ასეთი პროპაგანდისტული საქმიანობით არის დაკავებული“, – განაცხადა ლავროვმა.

რეზოლუციის მიღება რუსეთის დელეგაციის გარეშე მოხდა. მოსკოვის წარმომადგენლებმა სხდომაში მონაწილეობაზე უარი მას შემდეგ განაცხადეს, რაც ფინეთმა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერს სერგეი ნარიშკინს ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები