სირიიდან ლტოლვილთა და ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 12 მილიონს აღწევს

სირიის მეზობელ ქვეყნებში ლტოლვილთა რაოდენობა 4 მილიონს აღწევს. ამის შესახებ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა ანტონიო გუტერესმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ქვეყნის დატოვების მსურველთა რაოდენობა არ კლებულობს და 2015 წლის ბოლომდე ის, სავარაუდოდ, 4,27 მილიონს შეადგენს.

„ეს ლტოლვილების ყველაზე დიდი რაოდენობაა ერთი კონფლიქტის განმავლობაში ბოლო წლებში. ეს ადამიანები საშინელ პირობებში ცხოვრობენ და სულ უფრო ღრმად იძირებიან მათხოვრობის უფსკრულში“, – განაცხადა გუტერესმა.

სირიელი ლტოლვილების უდიდესი ნაწილი სირიის მეზობელ თურქეთში, იორდანიასა და ლიბანში ცხოვრობს. კიდევ 270-მა ათასმა ადამიანმა ევროპის ქვეყნებში დევნილობის სტატუსი მიიღო. გარდა ამისა, სირიის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 7,6 მილიონს შეადგენს. ასე რომ, მთლიანად იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც იძულებული იყო, საკუთარი სახლები დაეტოვებინა, 12 მილიონს აღწევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები