გაფიცვამ ლონდონის მეტროპოლიტენში სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია

ლონდონში ბოლო ათლეწულის მანძილზე მეტროპოლიტენის მუშაკთა ყველაზე ფართომასშტაბიანი გაფიცვა მიმდინარეობს. გაფიცვა ოთხშაბათს საღამოს დაიწყო და 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება, რამაც ლონდონში სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია. ავტობუსის გაჩერებები სავსეა ხალხით, მრავალი ადამიანი ფეხით გადაადგილდება.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, რკინიგზის, საზღვაო და სატრანსპორტო მუშაკთა პროფკავშირი ხელფასების გაზრდას მოითხოვს სექტემბერში ლონდონის მეტროპოლიტენის ზოგიერთი ხაზის მუშაობის 24-საათიან რეჟიმზე გადასვლის გამო.
ტრანსპორტის სხვა სახეობები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ, თუმცა მეტროს დატვირთვის გათვალისწინებით სხვა სატრანსპორტო საშუალებები მას მთლიანად ვერ ცვლიან. მეტროპოლიტენის მუშაკებთან ერთად დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში ზოგიერთი სარკინიგზო კომპანიის თანამშრომლებიც არიან გაფიცულები. ამის გამო კვირის ბოლომდე საგარეუბნო მატარებლები შეფერხებით იმუშავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები