ერაყის სასამართლომ 24 „ბოევიკს“ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა

ერაყის სასამართლომ გასულ წელს ათეულობით ერაყელი ჯარისკაცის მკვლელობისთვის 24 „ბოევიკს“ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ოთხი ადამიანი სასამართლომ არასაკმარისი მტკიცებულებების გამო გაათავისუფლა.

მოკლული ერაყელი სამხედროები „ისლამურმა სახელმწიფომ“ გასული წლის ზაფხულში, ქალაქ ტიკრიტის აღების დროს ტყვედ აიყვანა. ამ ქალაქის დაკავების შემდეგ ისლამისტებმა გაავრცელეს ფოტოები და ვიდეოები, სადაც ჩანს, თუ როგორ ხოცავენ ისინი ერაყელ სამხედროებს.

როდესაც სასამართლოს სხდომაზე მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობდა, დარბაზში მოკლული სამხედროების ნათესავები შევარდნენ და განსასჯელებს ფეხსაცმელები და ბოთლები ესროლეს. განაჩენის გამოცხადების შემდეგ მოკლულთა ნათესავებმა მათი სურათები აღმართეს.

განსასჯელები დანაშაულს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ ისინი ამ მკვლელობაში არ მონაწილეობდნენ. მათი თქმით, აღიარებითი ჩვენება მათ ერაყის სპეცსამსახურების მიერ წამების ქვეშ მისცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები