WikiLeaks: აშშ-ის ეროვნული უშიშროების სააგენტო გერმანიის სამ კანცლერს უთვალთვალებდა
აშშ-ს ეროვნული უშიშროების სააგენტო (NSA) წლების განმავლობაში გერმანიის სამ კანცლერზე, ასევე მათ თანაშემწეებზე ფარულ თვალთვალს და მათ მიყურადებას აწარმოებდა. ამის შესახებ ნათქვამია პორტალ WikiLeaks-ის ახალ პუბლიკაციაში.
WikiLeaks-ის დოკუმენტების მიხედვით, მთლიანად მიყურადების სიაში გერმანელი მაღალჩინოსნების 20 ტელეფონის ნომერია. ასევე საიტზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას აქვს მასალები სხვა კანცლერებზე თვალთვალის შესახებ.
„მიყურადება ანგელა მერკელის წინამორბედებზე – გერხარდ შრიოდერზე და ჰელმუტ კოლზე მიმდინარეობდა, ასევე მათი აპარატის წარმომადგენლებზე“, – ნათქვამია პორტალის ინფორმაციაში.
ივნისში ფრანგულმა და გერმანულმა მედიამ პორტალ WikiLeaks-ზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ინფორმაცია აშშ-ს უშიშროების სააგენტოს მიერ ფრანგ და გერმანელ პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენებზე თვალთვალზე, მათ შორის საფრანგეთის ბოლო სამ პრეზიდენტზე და გერმანიის კანცლერზე.