“2015-2016 სასწავლო წელს მოსწავლეებისთვის ქსელში მესამეწლიანი წიგნების 48%, ხოლო 52% მეორეწლიანი სახელმძღვანელოები იქნება“

 „განათლების სამინისტრომ წელს ახალი სასწავლო სახელმძღვანელოების ბეჭდვისთვის მხოლოდ სამი მილიონი ლარი გამოყო, რაც ნიშნავს იმას, რომ წიგნების საერთო რაოდენობის მხოლოდ 10% დაიბეჭდება, მოსწავლეთა უმრავლესობა ძველ სახელმძღვანელოებს მიიღებს“, – აღნიშნული განცხადება „საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსის“ თანათავმჯდომარე მარიამ რამინაშვილმაპორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
რამინაშვილის თქმით, აღნიშნული ფაქტის გამო ბაზარზე გამომცემლობებში არსებული სახელმძღვანელოების ნაშთები გამოვა, მათი ფასი კი სრულიად უკონტროლო იქნება.
„ბიუჯეტში 15 მილიონ 800 000 იყო გათვალისწინებული სახელმძღვანელოებისთვის. განათლების სამინისტრო ერთ-ერთი პირველია, რომელზეც სახელმწიფომ ბიუჯეტის სეკვესტრისას თანხები დაზოგა. წელს განათლების სამინისტრო ახალი სახელმძღვანელოების დაბეჭდვაზე 3 მილიონს ხარჯავს, მაშინ როდესაც პირველ ეტაპზე სახელმძღვანელოების ბეჭდვისთვის 19 მილიონზე მეტი იყო გათვალისწინებული, მეორე ეტაპზე შემდეგ წელს გამოიყო 9 მილიონი. ქსელში 48 % 2013 წლის ძველი სახელმძღვანელოები დარჩა, 52 პროცენტი კი -2014 წლის სახელმძღვანელოები. 2015-2016 სასწავლო წელს ქსელში, მესამეწლიანი წიგნების 48%, ხოლო 52% მეორეწლიანი სახელმძღვანელოები იქნება. სამი მილიონი არის სახელმძღვანელოების საერთო რაოდენობის სადღაც 10% . რაც, თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ თუნდაც სანიტარულ ჰიგიენური ნორმების დასაცავად მშობლები აუცილებლად ეცდებიან, შეიძინონ თავისი შვილებისთვის წიგნები, ბაზარზე გამოვა გამომცემლობებში არსებული ნაშთი, რომელთა ფასზეც პასუხისმგებელი არავინ იქნება. ერთი მხრივ, სახელმწიფოს ექნება უფასო სახელმძღვანელოების პროექტი, რეალურად კი სახელმძღვანელოების ფასი იმაზე დიდი იქნება, როგორც არასდროს“, – განაცხადა მარიამ რამინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები