ზურაბ ჯაფარიძემ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი განაცხადა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი განაცხადა.

ამის შესახებ ინფორმაცია ზურაბ ჯაფარიძის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

„ზურაბ ჯაფარიძის პატიმრობიდან 6 თვე გავიდა, დარჩენილია 1 თვე. სწორედ ამიტომ, მას კანონით ეკუთვნის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება.

დღეს მას შესთავაზეს აღნიშნული უფლებით სარგებლობა, თუმცა ვინაიდან არც ერთი გზით არ განიხილავს რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობას, ზურაბ ჯაფარიძემ მკაფიო უარი განაცხადა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები