51 ქვეყანა გაერო-ს ბირთვული ენერგიის სააგენტოს მოუწოდებს პალესტინას დაეხმაროს

51-მა ქვეყანამ განაცხადა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს პალესტინის სახელმწიფოსთვის გადაუდებელი და გრძელვადიანი დახმარების გაწევაში.

ინიციატივას ხელი მოაწერეს აზიის, აფრიკის, სამხრეთ ამერიკისა და ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებმა.

ერთობლივ განცხადებაში, ქვეყნებმა განაცხადეს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო არის უფლებამოსილი ორგანო, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს პალესტინის სახელმწიფოსთვის სასწრაფო და გრძელვადიანი დახმარების გაწევაში, რათა შემსუბუქდეს ჰუმანიტარული მდგომარეობა ღაზას სექტორში.

ერთობლივი განცხადება ვენაში, გაერო-ს ოფისში თურქეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ლევენთ ელერმა, გუბერნატორთა საბჭოს სხდომაზე ხმამაღლა წაიკითხა.

ქვეყნები ასევე მიესალმნენ ღაზაში ბოლო დროს მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და მოუწოდეს ყველა მხარეს, დაიცვან და განახორციელონ შეთანხმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები