ლევან იოსელიანი – საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გამოვეხმაუროთ პენიტენციურ დაწესებულებებში, მათ შორის, N8 დაწესებულებაში არსებული პრობლემების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას

გაზრდილი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გამოვეხმაუროთ პენიტენციურ დაწესებულებებში, მათ შორის, N8 დაწესებულებაში არსებული პრობლემების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, – ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმი N8 დაწესებულებაში რეგულარულად აწარმოებს მონიტორინგს. გარდა პრევენციის ეროვნული მექანიზმის ვიზიტებისა, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის თანამშრომლები პენიტენციურ დაწესებულებებში (მათ შორის, N8 დაწესებულებაშიც) ყოველკვირეულ ვიზიტებს ახორციელებენ.

პენიტენციურ სისტემაში არსებული მდგომარეობა დეტალურად არის განხილული პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2024 წლის ანგარიშში.

ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება დიდ პენიტენციურ დაწესებულებები და ზოგიერთ დაწესებულებაში, მათ შორის, ყველაზე დიდ N8 დაწესებულებაში არსებული გადატვირთულობა. ხარისხიანი კვების უზრუნველყოფის კუთხით გაცემულია არაერთი რეკომენდაცია, როგორც მენიუს გადახედვის, ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ საკვების ხარისხის რეგულარულად, დაწესებულების ადმინისტრაციისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე, შემოწმების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები