თურქეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება – “სხვა ქალების ფოტოების მოწონება განქორწინების საფუძველია”

თურქეთის უზენაესმა სააპელაციო სასამართლომ განქორწინების საქმეებში პრეცედენტი შექმნა. მან სოციალურ მედიაში საპირისპირო სქესის წარმომადგენლების ფოტოების “მოწონება” განქორწინების საფუძვლად მიიჩნია.

ინფორმაცია რამდენიმე ადგილობრივმა გამოცემამ გაავრცელა, რომლებიც მიუთითებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ნდობის დარღვევის შეფასებას უკავშირდება.

როგორც მედია აღნიშნავს, საქმე კონკრეტულ ოჯახურ დავას ეხებოდა, სადაც მხარეებმა სოციალური მედიის აქტივობები მტკიცებულებად წარმოადგინეს.

სარჩელში ჰ.ბ. აცხადებდა, რომ ქმარმა დაამცირა იგი, უარი თქვა შემწეობის მიცემაზე, მოიწონა სხვა ქალების ფოტოები სოციალურ ქსელში და დაარღვია ერთგულების მოვალეობა.

გადაწყვეტილების თანახმად, მსგავსი ქცევა შეიძლება ჩაითვალოს შეურაცხმყოფელ და ნდობის დამარღვეველ მოქმედებად, თუმცა სამართლებრივ პრაქტიკაში თითოეული საქმე ინდივიდუალურად ფასდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები