ტურჩინოვი: უკრაინა ყირიმში ჯარებს არ შეიყვანს
უკრაინა ყირიმში რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ სამხედრო ძალას არ შეუყვანს, რათა ამით ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს ზიანი არ მიადგეს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ალექსანდრე ტურჩინოვმა განაცხადა. „ჩვენ არ შეგვიძლია სამხედრო ოპერაცია ჩავატაროთ ყირიმში. ამით დარტყმის ქვეშ დავაყენებთ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს და უკრაინა დაუცველი დარჩება“,- განაცხადა ტურჩინოვმა.