აშშ-ის სენატი ჯარში სექსუალურ ძალადობას ებრძვის

    კანონპროექტი, რომელიც აშშ-ის სენატმა დაამტკიცა, მიზნად ისახავს, სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილი სამხედროების გამოვლენას, რომლებიც ერთი შეხედვით, “კარგი ჯარისკაცის“ რეპუტაციით სარგებლობენ. კანონპროექტი გამოაშკარავებს სამხედრო ძალების მოსამსახურეებს, რომელთაც სუფთა რეპუტაცია და კარგი ურთიერთობა აქვთ უფროსობასთან, მაგრამ, ამავდროულად, სექსუალური ძალადობის ჩადენაც შეუძლიათ. დოკუმენტის თანახმად, სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილი სამხედრო ძალები სამარცხვინოდ უნდა ჩამოქვეითდნენ და გაძევდნენ ამერიკული ჯარიდან. “ბი-ბი-სის” კორესპონდენტი რეპორტაჟში აღნიშნავს, რომ თავდაპირველად კანონპროექტი ბევრად უფრო მკაცრ დასჯას ითვალისწინებდა. მაგალითად, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამხედრო ხელმძღვანელობისთვის გასაჩივრებისა და გადახედვის უფლების ჩამორთმევას. პენტაგონის ოფიციალური სტატისტიკით, 2012 წელს ამერიკის არმიაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი დაახლოებით 26 ათასი ჯარისკაცი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები