მამა ნატრობს, მისი ვაჟი საერთოდ არ დაბადებულიყო

  ადამ ლანზას მამამ, რომელმაც ცეცხლი კონეკტიკუტის შტატის სენდი-ჰუკის სკოლაში გახსნა, მედიას პირველი ინტერვიუ მისცა. პიტერ ლანზამ ჟურნალ “New Yorker”-ს განუცხადა, რომ ის ისურვებდა, მისი შვილი საერთოდ არ დაბადებულიყო, რადგანაც ეს ხალხს ააცილებდა მწუხარებას, რომელიც მათ ადამ ლანზას გამო დაატყდათ თავს.
ტრაგედია 2012 წლის დეკემბერში მოხდა, როდესაც 20 წლის ადამ ლანზამ ჯერ საკუთარი დედა მოკლა, შემდეგ კი სკოლისკენ გაემართა და თავი მოიკლა. მან სკოლაში 26 ადამიანს ესროლა. პიტერ ლანზას თქმით, მისი შვილი დაინტერესებული იყო იარაღით, თუმცა ის, რომ ამ ტრაგედიის მოთავე იქნებოდა, ძნელად წარმოიდგენდა. ადამ ლანზას მამა ასევე მოყვა, რომ მისი შვილი ასპერგერის სინდრომით იტანჯებოდა, რაც აუტიზმის იოლი ფორმაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები