,,Google Glass”- ის ახალი ფუნქცია: ადამიანთა ემოციების გამოცნობა

 თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და უჩვეულო მიღწევა – სათვალე „Google glass“-ი განაგრძობს მისი შემქმნელების ფანტაზიის მართვას. ამ მოწყობილობის ახალი ფუნქცია – ადამიანის ემოციების გამოცნობაა. პორტალ „24 Gradget.ru“-ს ცნობით, პატარა კომპანია „Emotient“-მა გამოიმუშავა პროგრამა, რომელიც მოსაუბრის სახის მიმიკების სკანირების საშუალებით ხვდება, თუ რა ემოციას განიცდის იგი. ახლა უკვე ფიზიკის ექსპერტობა საჭირო აღარ არის, რომ გამოიცნო, თუ რითია გამოწვეული ღიმილი -სიხარულით თუ სიმორცხვით. რაც შეეხება ინფორმაციის პრივატულობას, გამოგონების შემქმნელების თქმით, ეს მოწყობილობა შეინახავს მხოლოდ ანონიმურ ცნობებს და არა ფოტოებს. ამჟამად ემოციების გამომცნობი ხელსაწყო ტესტირებას გადის. აქედან გამომდინარე, მისი ოფიციალური წარდგენის შესახებ საუბარი ჯერ ადრეა.
სათვალე „Google Glass“-ი დააფიქსირებს და დაიმახსოვრებს მომხმარებლის თითოეულ გამოხედვას. ამერიკის საქონლის პატენტების ბიურომ პატენტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპანია „Google“-მა გამოიმუშავა ადამიანის გამოხედვის გაკონტროლება დამატებითი რეალობის ფუნქციის მქონე „გგგგგ“ სათვალის მეშვეობით. ვიდეოკამერით გაანალიზდება ინფორმაცია, თუ როდის და რას შეხედა მომხმარებელმა. მოწყობილობა დააფიქსირებს გამოხედვის მიმართულებას და სინქრონიზებას გაუკეთებს გამოსახულებას პანორამასთან. მონაცემები დაუყოვნებლივ გადაეცემა სერვერს. თვალის კუნთების შევიწროება ასევე აისახება სისტემაზე და ფიქსირდება, თუ როგორ რეაგირებს ადამიანი დანახულზე. ეს იქნება ძირითადი, მიმზიდველი შემოსავლის წყარო: სავარაუდოდ, მიღებულ ინფორმაციას „Google“-ი რეკლამის დამამზადებლებზე გაყიდის, რომელთაც სურთ, შეაფასონ მომხმარებლის რეაქცია მათ მიერ შექმნილ პროდუქციასთან დაკავშირებით. ანუ, ბანერზე ან პლაკატზე მიმართული თითოეული გამოხედვა ინტერნეტშეფასების ტოლფასი იქნება. კომპანიაში პირობას დებენ, რომ ვიდრე გაყიდიან მონაცემებს, პირადი ინფორმაცია, რომელიც მომხმარებლის საკუთრებაა – განადგურდება. მიუხედავად ამისა, ბაზარზე ახალ ტექნოლოგიას სკეპტიკურად უყურებენ.

10003260_484883514967581_482970181_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები