იანუკოვიჩი: მე ცოცხალი ვარ და მალე ჩემს ქვეყანაშიც დავბრუნდები

   უკრაინის ექსპრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას საერთაშორისო საზოგადოებას რამდენჯერმე შეახსენამ რომ ცოცხალია. იანუკოვიჩის განცხადებით, ბოლო პერიოდში უკრაინის მედიასაშუალებები მასზე ათას ჭორს ავრცელებენ.
„მინდა გითხრათ, რომ ცოცხალი ვარ, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ კარგად ვგრძობ თავს. კარგად ვერ ვიქნები, სანამ ნაცისტების და ნეონაცისტების ბანდა უკრაინას მართავს და თავიანთ ნებაზე განსაზღვრავენ, ვინ დანიშნონ და ვის ჩააბარონ უკრაინის ბედი. დღეს კიევში ნიღბიანი ხალხი დადის და პატრულირებს“,- განაცხადა ვიქტორ იანუკოვიჩმა. მან საზოგადოებას შეახსენა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ისაა უკრაინის პრეზიდენტი და უკრაინელებს ქვეყანაში მალე დაბრუნება აღუთქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები