იანუკოვიჩი უკრაინისთვის აშშ-ის დახმარებას უკანონოდ მიიჩნევს
უკრაინის ექსპრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინისთვის აშშ-ს დახმარებას უკანონოდ მიიჩნევს და ამერიკის კოგრესს დახმარების შეწყვეტისკენ მოუწოდებს,- ამის შესახებ იანუკოვიჩმა რასტოვ ნა დონუში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. იანუკოვიჩმა აშშ-ს იმ კანონის შესახებ შეახსენა, რომელიც იმ ქვეყნების მიმართ მხარდაჭერას კრძალავს, სადაც არალეგიტიმური მთავრობა მოქმედებს. მანვე არალეგიტიმური უწოდა უკრაინაში ახალი მთავრობის მიერ 25 მაისს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს.