სახალხო დასჯის ვიდეომ ირანის საზოგადოების პროტესტი გამოიწვია
ვიდეოს, რომელიც ირანში სახალხოდ დასჯას ასახავს, ბევრს გაუჩინა კითხვა, რამდენად მართებულია ასეთი მასალის გავრცელება სოციალურ ქსელებში. გამოქვეყნდეს, თუ არ გამოქვეყნდეს? – ამ კითხვის დასმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ირანში სახალხო დასჯის ვიდეო გამოქვეყნდა. ვინც სოციალურ ქსელებში ეს აღმაშფოთებელი ვიდეო გამოაქვეყნა, ამტკიცებს, რომ ეს ააშკარავებს სასტიკ მეთოდებს, რომელსაც ისლამური ხელისუფლება იყენებს მართლმსაჯულებისთვის. მოწინააღმდეგეები კი დარწმუნებულნი არიან, რომ ამ ვიდეოს გამოქვეყნება ხელს უწყობს კულტურის განვითარებას და ირანში ისეთ ქმედებებზე ზეწოლას, როგორც სახალხო დასჯაა. თებერვლის ბოლოს ქალაქ კარაჯში გადაღებულ ვიდეოზე დასჯის საყურებლად შეკრებილი ათი ირანელია გამოსახული. მამაკაცს ორსული ქალის ჯგუფურ გაუპატიურებაში მონაწილეობის გამო, – რის შედეგადაც ქალს მუცელი მოეშალა, – სიკვდილით დასჯა მიესაჯა. ვიდეოში მამაკაცი პლატფორმაზე დგას შეკრული ხელებით, მის გარშემო კი განაჩენის აღმსრულებლები არიან. უკვე ბნელა. ეს ყველაფერი შოუს, თეტრს ჰგავს. მამაკაცი დედას ეძახის და ნებართვას ითხოვს, რომ დედა ანახვონ. დედა შვილს ეძახის, მაყურებლები კი მისი სიკვდილით დასჯას ითხოვენ, და მისი ტანი მალევე ჰაერში ეკიდება.