კრიზისი უკრაინაში – კერიმ პუტინთან შეხვედრა გადადო

   ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა გადადო. შეხვედრა არ გაიმართება მანამ, სანამ ოფიციალური მოსკოვი უკრაინაში კრიზისის მოგვარების საშუალებებზე ამერიკის შეთავაზებას არ განიხილავს. როგორც კერიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს განუცხადა, ყირიმში რუსეთის ქმედებებმა მოლაპარაკებების შესაძლებლობა გამორიცხა. აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, მხარეებს შორის მით უფრო ცოტა იქნება სასაუბრო, თუ ყირიმში დაგეგმილი რეფერენდუმი ჩატარდება. უკრაინის ახალი ხელისუფლება და დასავლეთი დაგეგმილ რეფერენდუმს არალეგიტიმურად მიიჩნევენ და მისი შედეგების აღიარებას არ აპირებენ. კერიმ სერგეი ლავროვს მოუწოდა, რომ მოსკოვს ყირიმში ანექსიის პროცესი შეეჩერებინა და რუსი სამხედროები გამოეყვანათ ყირიმიდან, რათა კონფლიქტის დიპლომატიური გზებით მოგვარება შესაძლებელი გამხდარიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები