ნატო უკრაინის საზღვრებისკენ მზვერავ თვითმფრინავებს გზავნის

  ნატოს პრესსპიკერის განცხადებით, ნატო უკრაინის საზღვრებისკენ – პოლონეთისა და რუმინეთისკენ, მზვერავ თვითმფრინავებს გზავნის.
პრესსპიკერის განცხადებით, ყველა დაზვერვითი გაფრენა მხოლოდ ალიანსის ტერიტორიიდან განხორციელდება. ნატომ ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს მიიღო. ალიანსში კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ უკრაინასა და დასავლეთში ყირიმის რეფერენდუმს, ნახევარკუნძულის რუსეთთან მიერთების შესახებ, უკანონოდ მიიჩნევენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები