ყირიმში რეფერენდუმისთვის მზადება დაიწყო

   ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ რაიმე დამატებითი კანონის მიღება არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს. რუსეთის კანონმდებლობაში ამისთვის ყველანაირი ნიადაგი არსებობს,- ამის შესახებ სახელმწიფო დუმის ვიცე- სპიკერმა „ედინნაია რასიას“ უმაღლესი საბჭოს გენერალურმა მდივანმა სერგეი ჟელეზნიაკმა განაცხადა. „მოქმედ კონსტიტუციაში და კანონმდებლობაში არანაირი დამაბრკოლებელი გარემოება, სხვა ქვეყნის ტერიტორიის ჩვენს შემადგენლობაში შემოსვლის შესახებ არ არსებობს“,- განაცხადა ჟელეზნიაკმა ჟურნალისტებთან საუბრისას. რუსეთის პარალელურად ყირიმის ხელისუფლებაშიც მზადყოფნას გამოთქვამენ რუსეთთან მიერთებისათვის, რის გამოც სიმფეროპოლში 16 მარტისთვის დანიშნული რეფერენდუმისთვის ბიულეტენების ბეჭდვა უკვე დაიწყეს. რეფერენდუმის კომისიის თავმჯდომარის მიხაილ მალიშევის განცხადებით, 1,55 მილიონი ბიულეტენი დაიბეჭდება, რომელზეც გაყალბების თავიდან ასაცილებლად დამცავი ნიშნები იქნება დატანილი. ბოლო ინფორმაციით, ამომრჩეველთა რაოდენობა მილიონ 534 ათასს შეადგენს. 16 მარტს დაგეგმილი რეფერენდუმით, ავტონომიური რესპუბლიკის მცხოვრებლები ყირიმის ნახევარკუნძულის სტატუსს განსაზღვრავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები