ხარკოვის ყოფილი გუბერნატორი დააკავეს
ხარკოვის ყოფილი გუბერნატორი მიხაელ დობკინი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალურ პროკურატურაში ადასტურებენ. მას ბრალად უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მცდელობა ედება. დობკინი პროკურატურაში დაკითხვაზე წუხელ დაიბარეს, სადაც მან ორი საათი გაატარა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხარკოვის ყოფილი გუბერნატორი შენობიდან აღარ გამოსულა. მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ დობკინი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.