ქუთაისიდან სტიქიით დაზარალებულთათვის დახმარება ჩამოვიდა

ქუთაისის მუნიციპალიტეტიდან სტიქიით დაზარალებულთათვის პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები გამოაგზავნეს. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული დახმარება ვაკის გამგეობას გადაეცა, რომელიც რაიონში დაზარალებულ 300-მდე ადამიანს დაურიგდება. იმერეთის გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძის თქმით, ქუთაისიდან ჩამოტანილია საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, ჰიგიენური საშუალებები, ჭურჭელი და ა.შ.
მისი განცხადებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტიდან ჩამოსული დახმარება ერთჯერადი არ იქნება და თბილისს იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტებიც უახლოეს დღეებში დაეხმარებიან. მისივე ინფორმაციით, სტიქიით დაზარალებულთათვის თანხის გადმორიცხვაც დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები