ჩუღურეთის რაიონში მეწყერი ჩამოწვა
ჩუღურეთის რაიონში, ჩეჩელაშვილის ქ. №74 მდებარე საცხოვრებელი სახლის უკან მეწყერი ჩამოწვა. კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაზიანდა სახლის კედელი და სახურავი, დაბზარულია კედლებიც.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის, სამაშველო სამსახურისა და დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობის წარმომადგენლები.
ადგილზე იმყოფებიან გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები და სწავლობენ ვითარებას, რის შემდეგაც განხორციელდება შესაბამისი სამუშაოები.