სერგეი ლავროვი: რუსეთს ამერიკის შეთავაზება არ აწყობს

    უკრაინასთან დაკავშირებით ამერიკელი პარტნიორების შეთავაზება რუსეთს არ აწყობს,- ამის შესახებ კომენტარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა.
“გასულ პარასკევს ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ქაღალდი გადმომცა, რომელშიც ვნახეთ ის კონცეფცია, რომელიც ჩვენ არ გვაწყობს, რადგან ფორმულირებულია იმ ფარგლებში, რომლის თანახმადაც, თითქოს რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი არსებობს”, – განუცხადა ლავროვმა ვლადიმერ პუტინს, სამუშაო შეხვედრაზე.
რუსული მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა იქვე აღნიშნა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის უშიშროების საბჭომ ამერიკელი პარტნიორების კონცეფციის საპასუხო წინადადებები მოამზადა.
„წინადადებები იმაში მდგომარეობს რომ სიტუაცია უნდა წარიმართოს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ყველა უკრაინელის ჩართვით და იმის გათვალისწინებითაც, რომ ქვეყანაში ღრმა სახელმწიფოებრივი კრიზისია”- აღნიშნა ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები