ყირიმის უკრაინული ბაზები რუსი სამხედროების მიერაა ბლოკირებული
უკრაინის საზღვაო ძალების კუთვნილი ქვედანაყოფები, რუსი სამხედროების ალყაშია. სამხედრო ნაწილები და სასაზღვრო-გამშვები პუნქტებს, საცნობი ნიშნების არმქონე შეიარაღებული პირები აკონტროლებენ.
ამის პარალელურად რუსმა სამხედროებმა ყირიმში მყოფ უკრაინელ სამხედროებს ულტიმატუმი წაუყენეს და მათ მხარეზე გადასასვლელად ვადა 16 მარტამდე მისცეს.
დღესვე უკრაინაში ბაღჩისარაეს საზღვაო საბრძოლო ბატალიონის თავზე უკრაინის ნაცვლად რუსეთის დროშა აღმართეს.