რუსეთმა უკრაინელ სამხედროებს რუსულ მხარეს გადასასვლელად 6 დღიანი ვადა მისცა

   რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ყირიმში მყოფ უკრაინელ სამხედროებს რუსულ მხარეს გადასასვლელად ვადას 16 მარტამდე აძლევს. 22-საათიანი ვადა აქვს დაწესებული ევპატორიის სამხედრო ნაწილსაც, რომლისგანაც ავტონომიური ოლქის ხელმძღვანელობა ობიექტის რუსული ფლოტისთვის გადაცემას ითხოვს.გრძელდება პროვოკაციებიც. ნახევარკუნძულზე ამ დრომდე ეძებენ ქალაქ ბახჩისარაის სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელს, რომელიც უცნობმა პირებმა გაიტაცეს.რეფერენდუმამდე ერთი კვირით ადრე, მსოფლიო ლიდერები მოსკოვს, სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, ბოლო გაფრთხილებას აძლევენ.ამ ფონზე მკვეთრად იზრდება მხარდაჭერა უკრაინის ახალი ხელისუფლების მიმართ. პრემიერი იაცენიუკი ბარაკ ობამასთან შესახვედრად ემზადება. გადაწყვეტილია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების უახლოეს დღეებში ხელმოწერაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები