ლავროვის უწყება უკრაინის მოვლენებს განუკითხაობას უწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. სერგეი ლავროვის უწყება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს განუკითხაობას უწოდებს და შეშფოთებას გამოთქვამს.
“რუსეთი შეშფოთებულია იმ განუკითხაობით, რომელიც ახლა სუფევს უკრაინის აღმოსავლეთ ოლქებში, ე.წ. მემარჯვენე სექტორის ქმედებების შედეგად და ახალი ხელისუფლების, როგორც ისინი საკუთარ თავს უწოდებენ, სრული ხელშეწყობით”, – აღნიშნულია განცხადებაში.
კრემლი აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლება, ყველა არსებული ორმხრივი შეთანხმების დარღვევით, ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს არ უშვებს, რითიც, ფაქტობრივად, ბარიერს უქმნის სასაზღვრო თანამშრომლობას. “გაოცებას იწვევს ჩვენი დასავლელი პარტნიორების, უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და უცხოური მედიის სამარცხვინო დუმილი. ჩნდება კითხვა – სად არის ცნობილი ობიექტურობა და დემოკრატიის ერთგულება?”, – აცხადებენ რუსეთის საგარო საქმეთა სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები