“საქპატენტი” სახელმწიფო ბიუჯეტში 1 000 000 ლარს გადარიცხავს

“საქპატენტი” სტიქიის შედეგად დაღუპულ ოჯახის წევრების მიმართ მწუხარებას გამოთქვამს და დაზარალებული ოჯახებისთვის ბიუჯეტში მილიონ ლარს გადარიცხავს – ამის შესახებ განცხადებას თავად უწყების მიერ გარვცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – საქპატენტი, თავისი ბიუჯეტის ფარგლებში ახდენს კორექტირებას და სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართავს ერთ მილიონ ლარს. შესაბამისი განკარგულება მზადდება და პრემიერ მინისტრი ხელს 15 ივნისს მოაწერს”, – ნათქვამია საქპატენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები