ყირიმში შესვლის მსურველებს ჩაწერის მოწმობებს სთხოვენ

  ყირიმში შესვლის დროს ადამიანებს უკვე სთხოვენ ჩაწერის მოწმობებს,- ამის შესახებ რამდენიმე საათის წინ განცხადება ავტოსადგურზე გაჩნდა. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სევასტოპოლის თვითმარქვია მთავრობამ რუსული ენის ოფიციალური სტატუსი დაამტკიცა. ეს გადაწყვეტილება ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მიიღო. რუსმა სამხედროებმა დაიკავეს ყირიმში მდებარე უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების აეროდრომი. გავრცელებული ინფორმაციით, აეროდრომის ტერიტორიაზე დაახლოებით 80 ჯარისკაცი იმყოფება. მათ ასაფრენი ბილიკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყვიამფრქვევები განათავსეს. გავრცელებული ინფორმაციით, ფრენების მართვის პუნქტში შევიდა 20-მდე სამოქალაქო პირი, რომლებსაც ხელჯოხები და ფარები ეკავათ. ისინი ბრიგადის მეთაურთან მოლაპარაკებებს ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები