ლუგანსკში ტელეკომპანია „ირტას“ შენობა აიღეს
ლუგანსკში ტელეკომპანია „ირტას“ შენობაში პრორუსული „ტიტუშკები“ შეიჭრნენ. შეიარაღებულმა პირებმა ტელეკომპანიის ოფისის კარი შეამტვრიეს. თავდამსხმელები ტელევიზიაში სამხარეო ადმინისტრაციის შენობის აღების ამსახველი ვიდეომასალის განადგურებას და მაუწყებლობის გათიშვას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში შენობის დაწვით იმუქრებიან. ტელეკომპანიის თანამშრომლებთან ერთად არხის შენობაში ამ დროისთვის მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებიან. თავდამსხმელები არც შენობიდან გასვლის და არც მასში შესვლის უფლებას არავის აძლევენ.