დებ ზარანდიებთან ერთად მაშველები 27 წლის ახალგაზრდას ეძებენ
გუშინდელი სტიქიის დროს დაკარგულ დებ ზარანდიებთან ერთად მაშველები 27 წლის სერგო კაპანაძეს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, სერგო კაპანაძე დებთან – ინდირა და ლიზა ზარანდიებთან ერთად ტაქსით მგზავრობდა. მასთან დაკავშირება კი 00:30 საათზე უკვე შეუძლებელი იყო.
კაპანაძის ოჯახის წევრები რაიმე სახის ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში მითითებულ ნომერზე (574 19 44 55) დაკავშირებას და ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს. დაკარგულ დებს ამ დრომდე ვერ პოულობენ. არსებული ინფორმაციით, დები დაახლოებით 00:30 საათზე თბილისში, თავისუფლების მოედნიდან ნუცუბიძის ქუჩის მიმართულებით მიემართებოდნენ. ორივე დას გათიშული აქვს ტელეფონი და ამ დრომდე კონტაქტზე არ გამოდიან. ახლობლებმა მიმართეს ყველა შესაბამის უწყებას, თუმცა მათ შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ.