რომის პაპის ინიციატივა – შესაძლოა, კათოლიკურმა და მართლმადიდებლურმა ეკლესიებმა აღდგომა ერთად იზეიმონ

რომის კათოლიკური ეკლესია მზადაა, აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის თარიღის გამოთვლას გადახედოს.
რომის პაპის, ფრანცისკეს თქმით, ეს კეთდება იმისათვის, რომ მსოფლიოს ქრისტიანები აღდგომას ერთ დღეს აღნიშნავდნენ.
რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრის თქმით, ის მზად არის, იმსჯელოს ისეთი თარიღის დაწესებაზე, რომელიც ერთიანი იქნება რომში, კონსტანტინოპოლსა და მოსკოვში. ამ სიტუაციის აბსურდულობის აღსანიშნავად, იტალურ გაზეთ „კორიერა დე ლა სერას“ ასეთი ანეკდოტიც მოყავს: „ხვდებიან კათოლიკე და მართლმადიდებელი. ერთი მეორეს ეკითხება: შენი ქრისტე აღდგა? ჩემი ერთ კვირაში“. სავარაუდო თარიღად შესაძლოა, დაწესდეს აპრილის მესამე კვირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები