ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას უკრაინა 17 ან 21 მარტს მოაწერს ხელს

  უკრაინა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პოლიტიკურ ნაწილს, სავარაუდოდ, 17 ან 21 მარტს მოაწერს ხელს,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრეი დეშიცამ უკრაინული ტელეკომპანია “1+1”-ის ეთერში საუბრისას განაცხადა.
“საჭიროა ხელმოწერის დღეზე ტექნიკური მოლაპარაკება, როდის იქნება ასოცირების შეთანხმების პოლიტიკური ნაწილისთვის ხელმოწერა შესაძლებელი. ფაქტობრივად, ეს შესაძლებელი იქნება ან 17 მარტს, როდესაც ევროკავშირის საბჭო შეიკრიბება, ან 21 მარტს”, – განაცხადა ანდრეი დეშიცამ.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ ევროკავშირის უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულების პოლიტიკური ნაწილის ხელმოწერაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულებას უახლოეს პერიოდში მოაწერენ ხელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები