146-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები საქველმოქმედო ფონდ “მომავლის გზის” ბენეფიციარ ბავშვებს ესტუმრნენ
თბილისის 146-ე საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები დავით კინწურაშვილის საქველმოქმედო ფონდ “მომავლის გზის” ბენეფიციარ ბავშვებს ესტუმრნენ. მათ “მომავლის გზას” გადასცეს დიდი რაოდენობით პროდუქტი სოციალურად დაუცველების დასახმარებლად. ბავშვებს მიუტანეს სათამაშოები და ტკბილეული. როგორც ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ფონდი “მომავლის გზა” მადლობას უცხადებს სკოლის ადმინისტრაციას, მოსწავლეებს და მათ მშობლებს.