გაუჩინარებული ბოინგის ძებნა უშედეგოდ გრძელდება

  “მალაიზიის ავიახაზების” კუთვნილი გაუჩინარებული თვითმფრინავის ძებნა ამ დრომდე გრძელდება. სამძებრო ოპერაციაში, მალაიზიის გარდა, 11 ქვეყნის სამხედრო და სამაშველო სამსახურების გემები და საავიაციო ტექნიკაა ჩართული.
თვითმფრინავი რადარებიდან 7 მარტს, იმ დროს გაქრა, როდესაც სამხრეთ ჩინეთის ზღვის თავზე იმყოფებოდა. თვითმფრინავი კუალა-ლუმპურიდან პეკინში მიფრინავდა. „ბოინგ-777-ის“ ტიპის ავიალაინერის ბორტზე 239 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 227 მგზავრი, 12 კი ეკიპაჟის წევრი იყო. მგზავრების ორი მესამედი ჩინელი, დანარჩენები კი სხვა სახელმწიფოების, მათ შორს რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეები იყვნენ.
ავარიის გამოძიებაში ჩართულნი არიან სხვადასხვა ქვეყნის სამსახურები, მათ შორის აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები