მექსიკაში ნარკობარონი მოკლეს, რომელიც 2010 წელს გარდაცვლილად გამოცხადდა

    მექსიკის პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია ნარკობარონის სიკვდილის შესახებ, რომელიც 3 წლის წინ შეცდომით გამოცხადდა გარდაცვლილად. ნასარიო მორენომ, ზედმეტსახელად „ცოფიანმა“ კარტელი ,,ოჯახი მიჩიოკანადან“ დააარსა და ამ კარტელიდან ცალკე გამოყოფილი კრიმინალური დაჯგუფების – ,,ტამპლიერების ორდენის“ მეთაურად ითვლებოდა. იგი დაუნდობლობით იყო სახელგანთქმული. მორენოს სიკვდილის თაობაზე 2010 წელს გამოცხადდა, თუმცა მისი სხეული არ იყო ნაპოვნი. დადიოდა ხმები, რომ იგი ცოცხალი ნახეს. ამჯერად კი იგი ნამდვილად მოკლეს მიჩოაკანის შტატში,- აცხადებს პოლიცია. ,,თითის ანაბეჭდების ანალიზებმა 100%-ით დაადასტურა, რომ გარდაცვლილი ნასარიო მორენო გონსალესია“,-აცხადებს ფედერალური პროკურატურის წარმომადგენელი ტომას ზერონი. სამართალდამცველები მორენოს გარკვეული დროის განმავლობაში უთვალთვალებდნენ, ამბობს მექსიკის მთავრობის წარმომადგენელი ალექსანდრო რუბიდო. ,,ანონიმური ინფორმაცია იმაზე მიუთითებდა, რომ მორენო არათუ ცოცხალი იყო, არამედ როგორც დანაშაულებრივი დაჯგუფების ხელმძღვანელი, განაგრძობდა საქმიანობას, სძალავდა, იტაცებდა და სხვა დანაშაულებებს სჩადიოდა“,- ამბობს რუბიდო. პოლიციის ინფორმაციით, მორენომ საკუთარი ,,სიკვდილის“ შემდეგ მრავალი მკვლელობა ჩაიდინა. მათივე განცხადებით, პოლიციელებმა 43 წლის ნარკობარონი კვირას, დილით მიჩოაკანის შტატის ერთ-ერთ სოფელში გააჩერეს. ,,როდესაც მას დანებება მოსთხოვეს, მორენომ ცეცხლი გახსნა. სწორედ ამ დროს მოკლეს იგი“,- აცხადებს რუბიდო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები