პრორუსულმა ძალებმა სიმფეროპოლში სამხედრო ჰოსპიტლის შენობა დაიკავეს

     პრორუსულმა ძალებმა სიმფეროპოლში სამხედრო ჰოსპიტლის შენობა დაიკავეს,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, სიმფეროპოლის სამხედრო ჰოსპიტლის ტერიტორიაზე ე.წ. “ყირიმის სახალხო თავდაცვის” 20-მდე აგრესიულად განწყობილი ადამიანი შეიჭრა. შენობაში შეჭრილებმა სამედიცინო დაწესებულებიდან დირექტორი გამოიყვანეს და ამ დრომდე სამუშაო ადგილზე დაბრუნების უფლებას არ აძლევენ. მძიმე ავადმყოფებთან შესვლას ვერ ახერხებენ ვერც სამხედრო კლინიკის ექიმები. ამ დროისთვის კლინიკაში 20 მძიმე ავადმყოფი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები