ყირიმში ხვალ რუსულ რუბლზე გადასვლის პროექტს განიხილავენ

  ყირიმის ფინანსთა სამინისტრო ხვალ ავტონომიური რესპუბლიკის რუსულ რუბლზე გადასვლის პროეტს წარადგენს. ყირიმის პრემიერ-მინისტრის სერგეი აქსენოვის განცხადებით, პროექტი ამოქმედდება მაშინ, თუ 16 მარტს რეფერენდუმზე ყირიმის მაცხოვრებლები რუსეთის ფედერაციაში შესვლის გადაწყვეტილებას დაუჭერენ მხარს.
“ხვალ წარვადგენთ ავტონომიის რუბლის ზონაში გადასვლის პროექტს. შევეცდებით, რომ მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის ვალუტის შეცვლა უმტკივნეულოდ მოხდეს”, – დაწერა ტვიტერზე აქსენოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები