თეა წულუკიანი: იუსტიციის სახლის ფილიალები კიდევ რვა ქალაქში აშენდება

იუსტიციის სახლის ახალი ფილიალები გაიხსნება ფოთში, თიანეთში, ყაზბეგში, ბორჯომში, ონში, ლაგოდეხში, ახალქალაქსა და მცხეთაში, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ახალი პროექტების პრეზენტაციაზე დიპლომატთა კორპუსს, მთავრობისა და ბიზნესსექტორის წევრებს განუცხადა.მისივე თქმით, პირველი სახლი ქ.ფოთში, ივლისში გაიხსენება.
“ეს ქალაქებია ფოთი, რომელიც ივლისში იხსნება. ჩემთვის ძალიან საამაყო პროექტები თიანეთსა და ყაზბეგში, ასევე ბორჯომში, რომლის იუსტიციის სახლიც იქნება პირველი ძველებური სტილის იუსტიციის სახლი მთელ ამ სპექტრში. გაისად ჩვენ გვექნება პატივი ონსა და მცხეთაში, ასევე ახალქალაქში ჩვენს ეროვნულ უმცირესობებს ვაჩუქოთ იუსტიციის სახლი. ისინი ამას უკვე წლებია ელოდებიან”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები