რუსული არმიის მრავალკილომეტრიანი კოლონა ყირიმისკენ მიემართება (ვიდეო)

  რუსული არმიის მრავალკილომეტრიანი კოლონა ყირიმისკენ მიემართება, მოსახლეობა მათ აპლოდისმენტებით ხვდება და მანქანებთან საკვები პროდუქტები გამოაქვთ – ამის შესახებ რუსული ვებგვერდი ,,Цензор Нет“-ი იუწყება და ერთ-ერთი ასეთი კოლონის ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს. უკრაინის სხვადასხვა რეგიონის მაცხოვრებლები ჯარების გადაადგილების გააქტიურობაზე საუბრობენ. მათი ინფორმაციით, სამხედრო ტექნიკით დატვირთული კოლონები სამხრეთით, სავარაუდოდ, ყირიმის მიმართულებით გადაადგილდებიან. ვიდეო ზაპოროჟიეს ოლქშია გადაღებული. ჯარები პოზიციაზე, ყირიმის მახლობლად, ხერსონის ოლქში იმყოფებიან. უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლები ენთუზიაზმით ხვდებიან სამხედროებს და მათ შეძლებისდაგვარად ეხმარებიან კიდეც,- იუწყება რუსული,,Цензор Нет’’-ი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები