ნიკორწმინდის სატყეოში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამსახურის თანამშრომლებმა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის ნიკორწმინდის სატყეოში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, უკანონოდ მოჭრილი 60 ძირი სოჭისა და ნაძვის სახეობის ხე-ტყე აღირიცხა, რომელთაგან მხოლოდ 5 ძირი სოჭისა და ნაძვის სახეობის ხე არის ადგილზე, დანარჩენი უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე წაღებულია ჭრის ადგილიდან.
ჯერაც დაუდგენელია ხის მჭრელის ვინაობა და მოჭრილი ხე-ტყის ადგილმდებარეობა.
ამ ეტაპზე საკითხის შესწავლა მიმდინარეობს და ხე-ტყის უკანონოდ მოჭრით გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობას დაითვლიან, ამის შემდეგ კი, შესაბამისი რეაგირება მოხდება.