ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთში სამგზავრო გემის ჩაძირვის გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მწუხარებას გამოთქვამს 1-ელ ივნისს, მდინარე იანძიზე სამგზავრო გემის „აღმოსავლეთის ვარსკვლავის“ ჩაძირვის გამო, რომელმაც ასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
პრემიერი საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, ჩინეთის მთავრობას და მოქალაქეებს.
„ამ მძიმე წუთებში ჩვენ ვდგავართ მოძმე ჩინელი ხალხის, დაღუპულთა ოჯახებისა და მათი მეგობრების გვერდით. კიდევ ერთხელ, გულწრფელად ვიზიარებ თქვენს მწუხარებას“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ–მინისტრს ლი კეციანს გაუგზავნა.