საქართველოსა და უკრაინას შორის პირდაპირ ავიამიმოსვლას ხვალიდან უკრაინული ავიაკომპანია YANAIR განაახლებს
ხვალიდან საქართველოსა და უკრაინას შორის პირდაპირ რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას უკრაინული ავიაკომპანია YANAIR-ი განაახლებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკომპანიაფრენებს შეასრულებს კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებით კვირაში 2 სიხშირით და კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებით თავდაპირველად კვირაში ორი, ხოლო მ.წ. 2ივლისიდან სამი სიხშირით კვირაში.
ავიაკომპანია YANAIR საქართველოს ავიაბაზარზე შემოვიდა 2014 წლის აგვისტოში და რეგულარულ ფრენებს ასრულებდა კიევიდან თბილისისა და ბათუმისმიმართულებით, ხოლო ოდესასა და ბათუმს შორის დღემდე მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს ახორციელებს.
კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებით ავიაკომპანია YANAIR-ის მიერ განხორციელებული პირდაპირი რეგულარული რეისების შედეგად 2014 წელს გადაყვანილიმგზავრების რაოდენობამ 3174 მგზავრი შეადგინა, ხოლო კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებით გადაყვანილ იქნა 7467 მგზავრი.
ავიაკომპანია YANAIR-ის გარდა, უკრაინის მიმართულებით ფრენებს ანხორციელებენ აგრეთვე „უკრაინის ავიახაზები“, „დარტი“ და „დნეპრავია“.