გატაცებული მონაზვნები გაათავისუფლეს

სირიაში მონაზვნები გაათავისუფლეს, რომლებიც გასული წლის დეკემბერში წმინდა თეკლას სახელობის ეკლესიიდან გაიტაცეს.
გათავისუფლების დეტალები არ ხმაურდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მანამდე მათ სანაცვლოდ გამტაცებლები ათასობით ქალის გათავისუფლებას მოითხოვდნენ, რომლებიც, მათი თქმით, სამთავრობო ციხეებში ჰყავდათ გამომწყვდეული.
სააგენტო “ფრანს პრესის” ცნობით, მონაზვნების სანაცვლოდ, სირიის ხელისუფლებამ 150-მდე ადამიანი გაათავისუფლა, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება. სირიის ქალაქ მაალულაში მდებარე წმინდა თეკლას სახელობის ეკლესიიდან 12 მონაზონი გასული წლის დეკემბრის დასაწყისში გაიტაცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები