ჩინეთის პრეზიდენტმა ბარაკ ობამას უკრაინასთან მიმართებაში თავშეკავებისკენ მოუწოდა

  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ცინხინმა სატელეფონო საუბრისას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაკ ობამას უკრაინის საკითხთან მიმართებაში თავშეკავებისკენ მოუწოდა.
„ჩინეთს უკრაინასთან მიმართებაში ძალიან სამართლიანი და ობიექტური პოზიცია აქვს. უკრაინაში მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, რის გამოც ყველა ამ სიტუაციაში ჩართული ქვეყნისთვის აუცილებელია, რომ მათ ცივსისხლიანობა და თავშეკავება გამოიჩინონ. აუცილებელია, ყველაფერი გაკეთდეს, რომ კრიზისი პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით დიაძლიოს“,- წერს „იტარ-ტასი“ ჩინეთის პრეზიდენტის განცხადებაზე დაყრდნობით. ჩინეთის პრეზიდენტმა აქვე იმედი გამოთქვა, რომ კონფლიქტის დარეგულირებაში ჩრთულ ყველა ქვეყანას ეყოფა წინდახედულება, რომ მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ურთიერთობების დიალოგისა და კონსულტაციების გზით მოგვარებას. სატელეფონო საუბრამდე რამდენიმე დღით ადრე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც ისინი რუსეთის მიმართ სანქციებს ღიად ეწინააღმდეგებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები